LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვე ფინალშია: ბებერმა ქალბატონმა თავადებს არაფერი გააბედვინა

31

ტურინის „იუვენტუსი“ მთავარ მიზანს უახლოვდება: „ბებერ ქალბატონს“ ბებერი კონტინენტის დაპყრობა სურს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის მიზნამდე. სასწაული უნდა მოხდეს, რომ „იუვე“ ფინალში არ აღმოჩნდეს. ყოჩაღ „მონაკოს“ იტალიურმა გრანდმა ისე მოუგო, რომ ერთხელაც გამოაჩინა საკუთარი უპირატესობა. ჯერ იყო და სასწაულ „ბარსელონას“ გოლი არ გაატანინა, ახლა ყველაზე გამტან მონეგასკებთანაც მშრალად შეინახა კარი.


ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე პირადი რეკორდი დაამყარა. “ბებერ ქალბატონს” უკვე ზედიზედ ექვსი თამაშია გოლი არ გაუშვია და ეს ყველაზე ხანგრძლივი სერია მისთვის ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე.
იტალიის ჩემპიონის მშრალი სერია 621 წუთის განმავლობაში გრძელდება. გარდა ამისა, 11 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული.

“იუვენტუსი” მხოლოდ მესამე გუნდია, რომელმაც ლიგის პლეი ოფის მატჩებში ზედიზედ ხუთ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.

სულ კი ზედიზედ 6 “მშრალი” მატჩი დაუგროვდა “იუვეს” (პირველი ჯგუფურ ეტაპზე იყო ზაგრების “დინამოსთან”).

ჯიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ითამაშა.

გონსალო იგუაინმა 2013 წლის მერე პირველად გაიტანა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე, სტუმრად კი სულაც პირველად გაიტანა.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): “უნდა შევაქო გუნდი, რომელსაც არც ისე იოლი თამაში გამოუვიდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. “მონაკოს” ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები არიან. ჩვენ კი 0:0-ზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვით. აი, ამ დროს კი “იუვე” ჯიჯი ბუფონმა იხსნა. როცა მოედანზე გიჭირს, ყოველთვის იცი, რომ კარში ბუფონია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო. ის საუკეთესო გოლკიპერია მსოფლიოში და დიდი მატჩებისთვის მუდამ მზად არის.

„მონაკო“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)

მონტე კარლო, „ლუი II”, 17 000 მაყურებელი

„მონაკო“: შუბაშიჩი; სიდიბე, ჟემერსონი, გლიკი, დირარი; ბერნარდო სილვა (ტურე 82), ფაბინიო, ბაკაიოკო (მოუტინიო 66), ლემარი (ჟერმენი 67); მბაპე, ფალკაო

„იუვენტუსი“: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი (ლემინა 89), მარკიზიო (რინკონი 81); დანი ალვეში, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი (კუადრადო 76)

გოლები: 0:1 იგუაინი (29), 0:2 იგუაინი (59)

გაფრთხილება: ფაბინიო (37) – ბონუჩი (21), მარკიზიო (58), კიელინი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები