LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუვენტუსი“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა?

82

3 ივნისს, კარდიფის „მილენიუმზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ ითამაშებენ. ესპანური გრანდი მოქმედი გამარჯვებულია და იმის წინაც აიღო პრესტიჟული თასი. აი იტალიურ მონსტრს კი კარგა ხანია ევროპა არ დაუპყრია. ბოლოს ეს 1996 წელს მოხდა. მოდი ვნახოთ, ვინ თამაშობდა მაშინ „იუვენტუსში“ და სად არის ეს ხალხი ახლა.

1995/96 წლების სეზონში „იუვეს“ დორტმუნდის“ ბორუსია“, „სტიაუა“ და „რეინჯერსი“ შეხვდა. ტურინელებმა იოლად მოიგეს პირველი ოთხი მატჩი, მერე „იუვენტუსი“ მოეშვა: „ბორუსიასთან“ შინ 1:2 წააგო და გასვლაზე რუმინელებთან ქულები გაიყო – 0:0.

1/4 ფინალში იტალიელებს „რეალი“ შეხვდა. „ბერნაბეუზე“ ყველაფერი რაულის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, ტურინში კი მასპინძლებმა იძალეს – დელ პიეროს და მიკელე პადოვანოს გოლებმა „რეალი“ ბრძოლას ჩამოაშორა.

შემდეგ იყო „ნანტი“. „იუვეს“ დიდი პრობლემა არ ქონია. 2:0 „დელე ალპიზე“, სტუმრად კი ორჯერ იგებდა, თუმცა მაინც 2:3 წააგო.

იტალიური გრანდი რომში წავიდა, „აიაქსთან“ ფინალის სათამაშოდ.

მე-12 წუთზე ფაბრიციო რავანელიმ ერთ-ერთი კოლორიტული გოლი გაიტანა. შესვენებამდე იარი ლიტმანენმა ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრა 1:1 დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

ანჯელო პერუციმ ორი უხეიროდ დარტყმული ბურთი აიღო. ფერარამ, პესოტომ, პადოვანომ და იუგოვიჩმა გაიტანეს და… იტალია ხმამაღლა მღეროდა…

 

ანჯელო პერუცი

26 წლის, მეკარე – 19 მატჩი, 9 გაშვებული გოლი

47 წლის – „ლაციოს“ საკლუბო მენეჯერი, ბლერის მუნიციპალიტეტის მრჩეველი

 

ჩირო ფერარა

29 წლის – ცენტრალური მცველი, 9 მატჩი

50 წლის – 2017 წლის მარტამდე იყო „უხანის“ (ჩინეთი, მე-2 დივიზიონი) მთავარი მწვრთნელი

 

მასიმო კარერა

32 წლის – ცენტრალური მცველი, 7 მატჩი

53 წლის – მოსკოვის “სპარტაკის“ მწვრთნელი

 

პიეტრო ვერხოვოდი

37 წლის – ცენტრალური მცველი, 8 მატჩი

58 წლის – კომენტატორი, კომოს მერის პოსტზე ყოფილი კანდიდატი

 

ჯანლუკა პესოტო

25 წლის – მარცხენა მცველი, 10 მატჩი

46 წლის – „იუვენტუსის“ აკადემიის სპორტული დირექტორი

 

ხუან პაბლო სორინი

20 წლის – მარცხენა მცველი, 1 მატჩი

41 წლის – ბრაზილიური ESPN-ის კომენტატორი

 

მორენო ტორიჩელი

26 წლის – მარჯვენა მცველი, 8 მატჩი, 1 გოლი

47 წლის – დაქვრივდა. აოსტეში ახალგაზრდულ გუნდებს ხელმძღვანელობს

 

სერჯო პორინი

27 წლის, მარჯვენა მცველი, 7 მატჩი

48 წლის – „კრემის“ (იტალია, მე-5 დივიზიონი) მთავარი მწვრთნელი

 

დიდიე დეშამი

27 წლის – საყრდენი ნახევარმცველი, 8 მატჩი

48 წლის – საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

ალესიო ტაკინარდი

20 წლის – საყრდენი ნახევარმცველი, 4 მატჩი

41 წლის – MEDIASET PREMIUM კომენტატორი

 

პაულუ სოუზა

25 წლის – საყრდენი ნახევარმცველი, 8 მატჩი, 1 გოლი

46 წლის – „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი

 

ანტონიო კონტე

26 წლის – საყრდენი ნახევარმცველი, 9 მატჩი, 2 გოლი

47 წლის – „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი

 

ჯანკარლო მაროკი

30 წლის – საყრდენი ნახევარმცველი, 7 მატჩი, 1 გოლი

51 წლის – SKY SPORTS კომენტატორი

 

ანჯელო დი ლივიო

29 წლის – მარჯვენა ნახევარმცველი, 9  მატჩი, 1 გოლი

50 წლის – საფეხბურთო კორესპოდენტი და კომენტატორი

 

ვლადიმირ იუგოვიჩი

26 წლის – ცენტრალური ნახევარმცველი, 8  მატჩი, 1 გოლი

47 წლის – კომენტატორი, სკაუტი, აგენტი

 

ატილიო ლომბარდო

30 წლის – მარჯვენა ნახევარმცველი, 5  მატჩი

51 წლის – „ტორინოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე

 

ალესანდრო დელ პიერო

21 წლის – თავდამსხმელი, 11 მატჩი, 6 გოლი

42 წლის – SKY SPORTS კომენტატორი

 

ჯანლუკა ვიალი

31 წლის – თავდამსხმელი, 7 მატჩი, 2 გოლი

52 წლის – ტელეწამყვანი, მეცენატი

 

ფაბრიციო რავანელი

27 წლის – თავდამსხმელი, 7 მატჩი, 4 გოლი

48 წლის – კომენტატორი

 

მიკელე პადოვანო

29 წლის – თავდამსხმელი, 8 მატჩი, 2 გოლი

50 წლის – ჰაშიშით ვაჭრობდა, ციხეში ზის

 

მარჩელო ლიპი

48 წლის – მთავარი მწვრთნელი

69 წლის – ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

ასევე თამაშობდნენ: მიკელანჯელო რამპულა (33 წლის, მეკარე, 1 მატჩი), ამჟამად – 54წლის, კლუბ „ლეკ“-ის მწვრთნელი (გერმანიის რეგიონალლიგა); ლუკა ფუზი (32 წლის, საყრდენი ნახევარმცველი, 1 მატჩი), ამჟამად – 53 წლის, „სანტარკანჯელოს“ ახალგაზრდულის მთავარი მწვრთნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები