LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივან უგრანტმა ვერა ბრეჟნევა დააჯილდოვა

21

რამდენიმე ხნის წინ პოპულარულმა მომღერალმა, ჯგუფ ”ვიაგრა”-ს ყოფილმა სოლისტმა ვერა ბრეჟნევამ დაბადების დღე აღნიშნა. როგორც ირკვევა, მან ამ დღისთვის განსაკუთრებულობის ელფერის შეძენა გადაწყვიტა და ამის გამო 24 საათის განმავლობაში უარი თქვა სოც-ქსელების გამოყენებაზე, გამორთო მობილური და მთელი დღე, ოჯახთან ერთად გაატარა.

მომღერლის დაბადების დღემ ივან უგრანტის ყურადღება მიიპყრო. საავტორო გადაცემაში წამყვანმა ვერას საკმაოდ უცნაური საჩუქარი გაუკეთა, ”ჩვენს ქვეყანაში ასეთი წესია, ადამიანები, რომლებიც გვარად ბრეჟნევები არიან, ჯილდოდ ყოველთვის ორდენები გადაეცემათ” – განაცხადა ივანმა და მაყურებლებს ორდენით დაჯილდოვებული მომღერლის სურათი უჩვენა.

როგორც ივანმა იხუმრა, ეს ჯილდო ვერა ბრეჟნევას ”მელაძის აღებისთვის” გადაეცა, რითაც ხაზი გაუსვა მომღერლისა და კომპოზიტორის გასაიდუმლოებულ ქორწინებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები