LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისი ევროპაში ყველაზე ცხელი თვეა

121
2023-07-14T124133Z_1674106648_RC2Z22AKV1IW_RTRMADP_3_EUROPE-WEATHER-ITALY-HEAT.JPG

ივლისი ევროპის ქვეყნებში ყველაზე ცხელი თვე გახდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-მა აცნობა.

აღინიშნება, რომ სიცხემ ადამიანების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა და ელექტროქსელების გადატვირთვა გამოიწვია, ასევე გამოიწვია ტყის ხანძრები.

ძლიერი სიცხე ნარჩუნდება სამხრეთ ევროპაში. მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.

ივნისში მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) განაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხული შესაძლოა მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი ყოფილიყო. პროგნოზით, ტემპერატურის ზრდის ტენდეცია მომავალშიც გაგრძელდება.

გასულ წელს ივლისი ევროპაში ყველაზე ცხელი გახდა დაკვირვების ისტორიაში. მაშინ ტემპერატურის რეკორდი დამყარდა ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები