LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისის თვის სექსუალური ჰოროსკოპი

197

საღამოები სულ უფრო თბილი და სასიამოვნო ხდება, ვარკვლავები ღამის ცაზე კი – რომანტიკული. შესაძლოა უკვე გადაწყვიტეთ როგორ გაატაროთ ზაფხულის პირველი თვე, იმ შემთხვევაში კი, თუ ჯერ არაფერი დაგიგეგმავთ, გთავაზობთ სექსუალურ ჰოროსკოპს, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშანს საკუთარი სურვილების განსაზღვრაში დაეხმარება.

ვერძი

ვერძი ახალი თავგადასავალითაა გატაცებული და არც მალავს  საკუთარი გრძნობებს. სექსუალურ საკითხებში მას არასდროს ახასიათებდა კომპლექსები და თუ ვინმე იზიდავს თავდასხმაზეც ზედმეტი ორჭოფობის გარეშე გადადის. ივნისში ზოდიაქოს ეს ნიშანი აუცილებლად იგრძნობს ენერგიის მოზღვავებას და ბრძოლის ველად არ მარტო საძინებელს, არამედ შეხვედრის ნებისმიერი ადგილს აქცევს. მართალია, ვერძმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა მაგრამ  თვის დასაწყისში უკეთესია თავი შეიკავოს, რადგან ზედმეტმა აქტივობამ და მოჭარბებულმა ენერგიამ მისი სიმპათიის ობიექტი თავისუფლად შეიძლება დააფრთხოს.  

კურო

ამ ზაფხულს კურო არსად იჩქარებს, რადგან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებასთან ერთად, სხვისთვისაც უნდა სიამოვნების მინიჭება. სექსუალურ თამაშებში ის აუცილებლად გამოიჩენს ორიგინალობას და მოხიბლავს თავის პარტნიორს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ივნისში კურო განსაკუთრებულად იგრძნობს შთაგონებას და ეროტიკული ენერგიის მოზღვავებას. გარდა ამისა, ზაფხულის დასაწყისი მას მომავალში გახედვის უნიკალურ შანსიც ექნება, რადგან ივნისი მართლაც საუკეთესო პერიოდია გაანალიზებისა და სამომავლო პრიორიტეტების ჩამოსაყალიბლებლად არა მარტო სასიყვარულო საკითხებში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში.

ტყუპები

ჩვეულებრივ ტყუპების დევიზი ასე ჟღერს: ”ყველაფერი ან არაფერი!” ამიტომ, პარტნიორსაც აუცილებლად მოუწევს მისი სურვილების ხშირ და მოულოდნელ ცვლილებებთან შეგუება. სცენარი, რომლითაც ტყუპების ურთიერთობა განვითარდება არ იქნება სტაბილური, თუმცა სიტუაციას კი, ისევ მათი ჩვეული დიპლომატია განმუხტავს – ტყუპებს ნებისმიერი პარტნიორისთვის განსაკუთრებულ ადგილის მიჩენა შეუძლიათ და ყოველთვის ადვილად გამოსდით მათი დარწმუნება. მზე და პლანეტა ვენერა ტყუპების ჰოროსკოპში ერთმანეთს ივნისის თვეში შეხვდნენ, რამაც ტყუპებს მომხიბვლელობაც შემატა და გარშემომყოფების მოხიბვლაშიც ეხმარება, თუმცა არ ღირს პარტნიორის ზედმეტად ეჭვიანობა, რადგან თავისუფლად შეიძლება მის მოთმინებასაც აღმოაჩნდეს საზღვარი.

კირჩხიბიYoung couple engaged in sexual intercourse

სწრაფი სექსის მოყვარულებს შეუძლიათ არ შეწუხდნენ! კირჩხიბს მომთმენი და მგრძნობიარე პარტნიორი ჭირდება, რომელიც მთელ ღამეს დარჩება მასთან. ბოლო დროს კირჩხიბის სექსუალური პრიორიტეტები ზედმეტად ხშირად იცვლება, რადგან ის ვერაფრით პოულობს შესაფერის პარტნიორს. სექსუალური ჰოროსკოპი კიჩხიბს კარგად დაფიქრებას და ემოციური გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებას ურჩევს – ნამდვილად არ ღირს ერთის ძებნაში ათასის ჯერ მოსინჯვა, მერე კი უარის თქმა!

 

ლომი

სექსუალური ჰოროსკოპი ივნისის თვეში ლომს საკუთარი სურვილების და სექსუალური მიმზიდველობის აქტიურად გამოვლენას ურჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას საკუთარი ”მე”-ს დემონსტრირება უნდა უკეთესია შარმი  გამოიყენოს და არა მტაცებელის ძალა და კლანჭები.

ქალწული

სექსუალურ საკითხებში ქალწული საკუთარი თავის მიმართაც  ყოველთვის ძალიან მომთხოვნია და პარტნიორისგანაც იგივეს ელის. სრულყოფილების ძებნაში, ქალწული ყველა შეგრძნებას აანალიზებს და ცდილობს გაიგოს რას გრძნობს პარტნიორი. მართალია, ამგვარი სერიოზული და ”საქმიანი” მიდგომა ბევრ რამეშე ეხმარება ქალწულს, მაგრამ ყველასთვის კარგი იქნება თუ  ზოგჯერ მაინც მოშვება და შეძლებს სიამოვნების მიღებას.  

სასწორი

ივნისის თვეში სასწორის დევიზი: ”არ შემეხო!” იქნება, რაშიც პირველ რიგში პლანეტა მარსია დამნაშავე. სასწორი სიმპათიას ბევრის მიმართ ამჟღავნებს, თუმცა ახლოს არავის უშვებს. დროა დაფიქრდეთ გამოგადგებათ თუ არა მსგავსი სტრატეგია ზაფხულის სეზონზე და შეძლებენ თუ არა პარტნიორები თქვენი გულგრილობის დიდხანს მოთმენას.   

მორიელი

ურთიერთობის დასაწყისში მორიელი დიდხანს ამოწმებდა პარტნიორს და როგორც იქნა, დაამთავრა ტესტირების პერიოდი. ივნისში მას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს და თავგაუზოგავად გადაეშვება თავგადასავლებში. ივნისის სექსუალური ჰოროსკოპი მორიელს მხოლოდ პოზიტიურ განცდებს ჰპირდება, თუმცა ყველაფერი ისევ მასზე იქნება დამოკიდებული, რადგან მორიელს ძალიან უყვარს ბოლო წუთში ყველაფრის თავად გაფუჭება.

Young couple kissing at beach

მერწყული

რა შეიძლება იყოს მოულოდნელ თავგადასავალზე უკეთესი?! რისკის ფაქტორი კი, უფრო მეტ ადრენალინს მატებს და მერწყულს ახალი აღმოჩენებისკენ უბიძგებს. ვნებას აყოლა და გიჟური ღამის გატარება – მსგავსი პერსექტივა, არა თუ აშინებს მერწყულს, არამედ უფრო აღაგზნებს მის ფანტაზიას, რაშიც ვარსკვლავებიც ეხმარებიან, რომლებიც ამ თვეში მას აუცილებლად სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებენ.

თხის რქა

თუ თხის რქა აქამდე არ გადასულა მოქმედებაზე, ეს მხოლოდ მისი გაუბედაობის და შეცდომის დაშვების შიშის ბრალია. თუმცა, ივნისში ის აუცილებლად დარწმუნდება, პარტნიორის გრძნობებში და ადვილად ენდობა მას. თხის რქის საყურადღებოდ! მართალია, სექსუალური ფანტაზიები კარგია, მაგრამ აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა ბევრად უკეთესი იქნება!

 მერწყული

სპონტანური, ბუნებრივი და საკუთარ თავში დარწმუნებული – სწორედ ასეთ პორტრეტს უხატავს მერწყულს ივნისის ჰოროსკოპი, რომელსაც ამ თვეში განსაკუთრებით ჭირდება ძლიერი გრძნობები, ამიტომ სწრაფად იტყვის უარს ძველ პარტნიორთან ურთიერთობაზე და ახლის ძიებაში არაფერზე დაიხევს უკან, საბოლოოდ კი, აუცილებლად შეძლებს მიზნის მიღწევას და ყველა სურვილის მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

თევზები

თევზები ადვილად შეძლებენ პარტნიორის მოხიბვლას, თუმცა ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას მაინც მოერიდებიან. ვარსკვლავები თევზებს მეტ აქტიურობას ურჩევენ, რადგან ხშირად, მათი სურვილები სხვებისთვის უბრალოდ გაუგებარი რჩება. მიენდეთ ინტუიციას და დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება, რათა საბოლოოდ მარტო და ყველასგან მიტოვებული არ აღმოჩნდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები