LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება ჟიგული 60 000 დოლარად

972

ტოლიატში გასაყიდად ВАЗ-2103 გაიტანეს, რომელმაც ავტოფარეხში ნახევარი საუკუნე გაატარა. ავტომობილი, რომელიც 1979 წელს აიწყო, 60 000 დოლარი ღირს. მთელი 38 წლის განმავლობაში მისი გარბენი მხოლოდ 100 კილომეტრია. ჟიგული შესანიშნავ მდგომარეობაშია. საინტერესოა, რომ ამ თანხად საავტომობილო ბაზარზე პრემიალური ავტომობილის შეძენაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, გამყიდველი დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილი რარიტეტია და შესაძლოა უფრო მეტადაც კი გაიყიდოს. გამყიდველი აცხადებს, რომ მსოფლიოში არც ისე ბევრი ავტომობილია რომლის გარბენიც მხოლოდ 100 კილომეტრია და ქარხნული ნაწილები აქვს. „ჟიგული“ ვიზუალურად სრულიად ახალს ჰგავს, სალონი კარგად გამოიყურება, ძარას კი კოროზიის კვალი არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები