ცნობილი ადამიანების ავტომობილები კოლექციონერების მხრიდან ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობენ.
ამჯერად თავისი ავტომობილის გაყიდვა სერ ელტონ ჯონმა გადაწყვიტა. ის Aston Martin V8 Vantage-ს დაემშვიდობება. გაურკვეველია რატომ მიიღო ვარსკვლავმა ასეთი გადაწყვეტილება.
ავტომობილს Silverstone Auctions Race Retro Classic Car Sale ყიდის და მისი საორიენტაციო ფასი 265 400-335 250 დოლარი იქნება.
ავტომობილის შესახებ ცნობილია, რომ ის ნიუპორტ-პაგნელეს Aston Martin-ის ქარხანაში ააწყვეს და მასზე შეკვეთა თავად მუსიკოსმა გააკეთა. ის შავი ტყავის სალონითა და ლაქირებული ხის ჩანართებით არის გადაწყვეტილი. ავტომობილის გარბენი 8 663 მილია, სასერვისო წიგნში 19 ჩანაწერია გაკეთებული.
სხვათაშორის, ელტონ ჯონი ცნობილია რარიტეტული ავტომობილებისადმი სიყვარულით. მის კერძო კოლეციაში წინათ Bentley-ისა და Aston Martin-ის მოდელები, ასევე Ferrari Testarossa, Ford Escort GT და Rolls-Royce იყვნენ.
1988 წელს მუსიკოსმა 20-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, 2001 წელს კი ექვსი ავტომობილი აუქციონიდან გასხვისდა. გასული წლის ოქტომბერში მუსიკოსმა თავისი ძველი Bentley S1 Continental Sport Saloon გაყიდა.