LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება Ferrari-ს უნიკალური და ძალიან ძვირადღირებული ტრენაჟორი

104
იყიდება Ferrari-ს უნიკალური და ძალიან ძვირადღირებული ტრენაჟორი

Ferrari-ს ექსკლუზიური ტრენაჟორი ახალ მფლობელს ეძებს და მისი ღირებულება 17 ათასი დოლარია. კალიფორნიის მეორად ბაზარზე გამოჩნდა ექსკლუზიური ქმნილება, რომელიც კომპანია Ferrari-მ სპორტული ტექნიკის მწარმოებელთან Technogym-თან ერთად შექმნა. უნიკალური ფიტნეს-კომპლექსი სპორტული ავტომობილების საფირმო სტილშია შესრულებული და საკმაოდ ძვირიც ღირს.

ტრენაჟორი მეტალის კორპუსით და Ferrari-ს საფირმო წითელი ფერითაა გამორჩეული. ზედაპირი, რომელსაც მომხმარებლის სხეული ეხება, პრემიუმ ხარისხის, კრემისფერი შეფერილობის ტყავითაა გაფორმებული. თავად კომპლექსი, როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, მაღალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი: ჩაშენებული კომპიუტერით, პერსონალურ მონაცემთა სისტემით და ვარჯიშის ინდივიდუალური პროგრამით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები