LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება Land Rover, რომელმაც სამყაროს შემოუარა

52

საბერძნეთში გასაყიდად 2007 წლის ყველგანმავალი Land Rover Discovery გამოიტანეს, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა. ავტომობილი 24 000 ევროდ არის შეფასებული.

ავტომობილი ექსპედიცია The World Offroad-ში მონაწილეობდა, რომლის ორგანიზატორიც ბერძენი ჟურნალისტი აკის ტემპერიდისი იყო. ხუთი კონტინენტისა და 67 ქვეყნის გავლას ავტომობილმა სამი წელი და 82 დღე მოანდომა. მისი საერთო გარბენი 197 000 კილომეტრია, თუმცა, 102 000 კილომეტრზე მას ძრავი შეუცვალეს.

ყველგანმავალი 110 ლიტრიანი საწვავის ავზით, დამატებითი ფარებით, ორი სათადარიგო საბურავით, კარვითა და სახურავზე მზის ელემენტებით არის აღჭურვილი. გამყიდველი მზად არის Land Rover-თან ერთად მოგზაურობისას გამოყენებადი სხვადასხვა აქსესუარიც გაყიდოს.

მოგზაურობის შემდეგ Land Rover სალონიკის ტექნოლოგიურ მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ამჟამად კი აკისის ავტოფარეხშია და მისივე სიტყვებით, კარგ მდგომარეობაშია.

ტემპერიდისი ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული თანხის დახარჯვას მეორე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის, სხვა ავტომობილით გეგმავს, სადაც მეუღლესთან და შვილთან ერთად გაემგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები