დიდი ბრიტანეთის პრემიუმ ბრენდი Jaguar Land Rover თავისი პირველი ელექტრომობილის გამოშვების გეგმას ისევ ცვლის. საქმე ისაა, რომ კომპანია დამატებითი ტესტირებების ჩატარებას ვერ ასწრებს, არადა საბოლოო წარმოება მოთხოვნაზე უნდა იყოს მორგებული.
ელექტრო Range Rover-ის პრემიერა, რომელიც თავდაპირველად 2025 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, 2026 წლამდე გადაიწევს.
მიუხედავად სხვადასხვა სირთულეებისა, კომპანიის მიზანია, 2030 წლამდე მთელი სერიული ხაზის ელექტრიფიცირება მოასწროს. Q1-ის გაყიდვების ვარდნამ 10.7% შეადგინა – რაც ამერიკაში ექსპორტის გართულებას და Jaguar-ის ძველი მოდელების წარმოებიდან ამოღებას უკავშირდება.
საინტერესოა, რომ Range Rover Velar-ის ელექტროვერსიის პრემიერაც, რომელიც აპრილისთვის იყო დაგეგმილი, შესაძლოა ასევე გადაიდოს.
გარდა ამისა, მწარმოებელმა 2026 წლის ფისკალური წლის შემოსავლების პროგნოზი 10-დან 5–7%–მდე შეამცირა, რისი მიზეზიც წარმოებისა და ტარიფების მზარდი ხარჯებია.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
JAguar ბრიტანული ეკონომიკის შიდა ბაზრისთვის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს – ელექტრიფიკაცია კი კრიზისულ პერიოდს ქმნის.
დაგვიანება შესაძლოა გავლენას ახდენდეს კომპანიის უნარიანობაზე იმ ბაზრების ფონზე, სადაც კონკურენტები უკვე აქტიურად იხვეწებიან.