LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover – უკვე მეორედ უმსხვილესი ბრიტანული ავტომწარმოებელია

25

Jaguar Land Rover უკვე მეორედ დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს საავტომობილო მწარმოებლად აღიარეს. მისი წილი ახალი ავტომობილების გამოშვებაში ნისლიან ალბიონზე 30%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტომობილების გამყიდველთა ბრიტანული საზოგადოება (SMMT) ავრცელებს.

2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში 1 727 471 ახალი ავტომობილი ააწყვეს. მაჩვენებელი აღნიშნული ბაზრისთვის რეკორდულია. Jaguar Land Rover-ის სამ ქარხანაში გასულ წელს 544 401 ავტომობილი გამოვიდა. ბრიტანული კომპანიის წარმოება 2015 წელთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი, სწორედ ამის გამო Jaguar Land Rover ქვეყანაში ზედიზედ მეორედ წლის უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები