Jaguar XE მოდიფიკაციით 300 Sport ციგურებით სრიალში ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენს, მსოფლიოში ყველაზე გრძელ ხელოვნურ ყინულზე „დაუყენეს“. ტრასა ჰოლანდიურ ფლევონიცეში მდებარეობს. ავტომობილს უნგრელი სპორტსმენის, შაოლინ შანდორ ლიუს დრო უნდა გაეუმჯობესებინა – 4 წუთი და 4 წამი.
Jaguar XE 300 Sport-ის საჭეს მარკის ტესტ პილოტი შონ ჰოგი მართავდა. მასთან ერთად ავტომობილში შაოლინის გოგონა- ელიზა კრისტი იჯდა, შედეგად, Jaguar XE ფინიშთან სამ წუთსა და სამ წამში მივიდა. მისი საშუალო სიჩქარე კი 59 კილომეტრ/საათი გახლდათ.
დანარჩენი მოდიფიკაციებისგან Jaguar XE გვერდითა სარკეების ნაცრისფერი შესრულებით, უკანა სპოილერით, დიდი დისკებით, ბრენდირებული მუხრუჭის მექანიზმებითა და ძრავის გასანკუთრებული ფერთა გამით გამოირჩევა.
სედანი ორ ლიტრიანი ძრავით 300 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრამდე კი 5,7 წამში ჩქარდება.