LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ქერდიყოშვილის მიმართვა „მის სამყაროს“ დასრულების შემდეგ

196

„მის სამყაროზე“ ჯანეტ ქერდიყოშვილი სამწუხაროდ, რჩეულ გოგონებს შორის ვერ მოხვდა. საქართველოში მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობდნენ, მის ფოტოებს უამრავი მოწონება დაუგროვდა, მაგრამ ამან ჟიურის საბოლოო შეფასებაზე ვერ იმოქმედა.

ამის პარალელურად, ჯანეტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მისი გამონათქვამების გამო კაცისა და ქალის ღალატის შესახებ. მორიგი კრიტიკა მის მიმართ მაშინ გაისმა, როდესაც სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს არა ქართულად, არამედ რუსულ ენაზე მიმართა.

მცირე ხნის წინ კი მიმართვა ქართველებისადმი ქართულად გამოაქვეყნა.

„ჩემო კარგებო, სამწუხაროდ, ასეთი არჩევანი გააკეთეს და მე აღვმოჩნდი 15 კონკურსანტს მიღმა, მაგრამ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი მხარდაჭერა ჯერ არავიზე მინახავს. თქვენ ნამდვილად იმსახურებდით საუკეთესო ადგილს! მიყვარხართ და კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი გვერდში დგომისთვის“ – დაწერა ჯანეტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები