43 წლის ჯარედ ლეტო, ფოტოგრაფის ცემისთვის პოლიციამ აეროპორტში დააკავა და დაკითხა. ოსკაროსანმა მსახიობმა სახეში გაარტყა პაპარაცის, რომელიც მას ლოს-ანჯელესის აეროპორტში ელოდებოდა. აგრესიული ლეტო მომენტალურად დააკავეს, თუმცა ფოტოკორესპონდენტმა უარი თქვა საჩივრის შეტანაზე კაპრიზული ვარსკვლავის წინააღმდეგ და ლეტო მალე გაანთავისუფლეს.