LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერმა დაიფიცა, რომ ფრთხილად ივლის

34

მას შემდეგ რაც ჯასტინ ბიბერს პოლიციასთან პრობლემები შეექმნა, ის ავტომობილის გარეშე ჩნდება, ახლა კი მან სოც-ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით ”ძალიან ფრთხილად ვივლი, არ ინერვიულო, მენდე დანი”. – ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Celebritycarsblog.com წერს.

მათივე ინფორმაციით მომღერალი რამდენიმე თვის წინ Lamborghini-თ გამოჩნდა და დიდი ყურადღებაც მიიპყრო. იგი პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა და დააჯარიმა. როგორც შემდგომ გაირკვა, ის სხვა მძღოლს სისწრაფეში ეჯიბრებოდა. ამ თემამ სოც-ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ახალი სურათი კი ჯასტინმა სწორედ პოლიციის იმ ოფიცერს მიუძღვნა, ვინც მას რამდენიმე თვის წინ საჯარიმო ქვითარი გადასცა.

როგორც ჩანს, მომღერალი გატაცებულია ავტომობილებით, განსაკუთრებით კი Lamborghini იზიდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები