ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ჩოგბურთის დიდი თაყვანისმცემლები არიან. თავისუფალ დროს წყვილი ცდილობს სპორტის საყვარელი სახეობის მატჩებს დაესწროს.
3 აგვისტოს, როჯერ ფედერერისა და ფელისიანო ლოპესის თამაშს ვარსკვლავური წყვილი ესწრებოდა. პაპარაცებმა მათი გადაღება მოახერხეს: ისინი ხან ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ, ხან იცინოდნენ, ხანაც ერთმანეთს კოცნიდნენ. თამაში სამ სეტში ფედერერის გამარჯვებით დასრულდა. ტიმბერლეიკი და ბილი კი მატჩის ყველაზე ლამაზ წყვილად დასახელდა.ფოტოები