Jeep-მა Cherokee-ის ახალი თაობის ფოტოები გამოაქვეყნა, ავტომობილის პრემიერა უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. მეექვსე თაობის მოდელის დიზაინი მნიშვნელოვნად შეიცვალა — როგორც წინა ნაწილი, ასევე უკანა ნაწილი უფრო კუთხური და მძიმე გახდა, რაც აშკარად ელექტრო მოდელ Recon 4xe-ს სტილისტიკითაა შთაგონებული.
🔹 ძირითადი დიზაინი
ახალი Cherokee-ს უკანა ფარები გახდა სწორკუთხოვანი, დიოდური შტრიხებით კონტურზე. ისინი ნაწილობრივ გადადიან უკანა ფრთებზე, რაც მოდელს უფრო მასიურ და გამოკვეთილ იერს აძლევს. Jeep-მა მკვეთრი ხაზების და მეტი აგრესიის დანერგვა გადაწყვიტა.
🔹 ძრავები და პლატფორმა
Jeep Cherokee-ის მეექვსე თაობა Stellantis-ის ახალ პლატფორმაზე აიგება — STLA Large, რომელიც განკუთვნილია როგორც შიდაწვის, ისე ჰიბრიდული და სრულად ელექტრო აგრეგატებისთვის.
აგრეგატის სიმძლავრე: 608 ცხენის ძალა იქნება, ელემენტის მოცულობა: 100.5 კილოვატ საათი.
Cherokee-ის წარმოება 2025 წლის ბოლომდე დაიწყება, ხოლო გაყიდვები 2026 წელს უნდა გაიხსნას.






