Jeep Grand უამინდობას არ შეუშინდა და წვიმიან მინდორში იდრიფტავა. ავტომოყვარულთა Youtube არხზე outchea Racing-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ყველაზე უხეში ჯიპია გამოსახული. კადრები სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზეა გადაღებული და ყველაფერი წვიმის დროს ხდება.
შეგახსენებთ, რომ Jeep Grand Cherokee Trackhawk-ის კაპოტის ქვეშ 6,2 ლიტრის მოცულობის V8 Hemi ძრავია განთავსებული და აგრეგატს 717 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველი „ასეულის“ ასაკრეფად ყველგანმავალს 3,7 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ს შეადგენს. ავტომობილი ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.