საკულტო ამერიკელი რეპერი ახლახან ჯიმი კიმელის შოუს სტუმრობდა. პოპულარული ჰიტის, „Empire State of Mind“ შესრულებისას სცენაზე, სხვა ენებთან ერთად, ქართულადაც დაიწერა „ნიუ იორკი“. ქართულ სოციალურ ქსელებში სიამოვნებით აზიარებენ ამ ვიდეოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯეი ზის მეორე ნახევარმა, ბიონსემ გადაიღო კლიპი Run The World, სადაც ასევე გამოჩნდა ქართული წარწერა – თბილისი-ცხინვალის აბრა.
https://www.youtube.com/watch?v=qooJO1JjkUw&feature=youtu.be