LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს ბონდის ავტომობილი სახლის მინიბარად აქციეს

21

ბრიტანეთში ჯეიმს ბონდის ავტომობილის კაპოტისგან სახლის მინი ბარი გააკეთეს და აუქციონზე გაიტანეს. საუბარია ლეგენდარულ Aston Martin DB-ზე. ინფორმაციას თავად აქუციონის სახლი Historics ავრცელებს.

“სახალისო დანამატი ნებისმიერი სახლისთვის, ან კომერციული გარემოსთვის, Aston Martin DB5-ის კაპოტი ისეა დაპროექტებული, რომ ის ბარსა და ორ სავარძელს აერთიანებს, აქვს მუშა ფარები და გვერდითი ნათურები, რომელიც სტანდარტული როზეტიდან იკვებება” – წერია განცხადებაში.

უკანა სავარძელი ტყავით არის გაწყობილი, წინ კი ოთხი ბოთლი და შამპანურის ექვსი ბოკალი ეტევა. მისი საორიენტაციო ფასი 5 000 -6 000 ათასი ფუნტი სტერლინგია.

უნდა აღინიშნოს, რომ Aston Martin DB5 ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ თითქმის ყველა ფილმში ჩანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები