LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს მეი Rolls-Royce-ს ალერგიის გამო ყიდის

126

The Grand Tour-ის წამყვანი, ჯეიმს მეი 1972 წელს გამოშვებულ Rolls-Royce Corniche-ს ყიდის, რადგან სავარძლების ქსოვილი მის სხეულზე ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტმა Drive Tribe-ის საკუთარ ბლოგზე დაწერა.

”თუკი ამ ავტომობილში ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიჯდები, ქავილი მეწყება, შემდეგ კი სამოსის გამოხარშვა მიწევს. ამიტომ მომავალ თვეში ავტომობილს გავყიდი” – დაწერა მეიმ.

ჯეიმს მეის ავტომობილი Bonhams-ის აუქციონიდან გუდვუდში მარტის შუა რიცხვებში გაიყიდება. The Grand Tour-ის წამყვანი ვარაუდობს, რომ Rolls-Royce-დან ორჯერ მეტს მაინც ამოიღებს, ვიდრე თავად გადაიხადა.

The Telegraph ირწმუნება, რომ ჟურნალისტი Rolls-Royce Corniche 2010 წლიდან ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები