46 წლის ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება iHeartRadio Music Awards-ის კონცერტზე, რომელიც მაიამიში გაიმართა. ის სცენაზე სიმღერის შესასრულებლად ვერცხლისფერ სექსუალურ ბოდეში გამოვიდა და სიმღერის შესრულებისას ტრადიციისამებრ ქორეოგრაფიული შესაძლებლობების დემონსტრირებაც მოახერხა. ფოტოგრაფებმა კი, ამ გამოსვლიდან ყველაზე საინტერესო მომენტები აღბეჭდეს.
საბოლოოდ ლოპესი რამდენჯერმე გამოვიდა სცენაზე თავისი პოპულარული ჰიტების შესასრულებლად და ასევე, რამდენჯერმე გამოიცვალა სასცენო კოსტიუმი.