LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსის შიშველი ფოტოები გაავრცელებისთვის ჰაკერმა 8-თვიანი პატიმრობა მიიღო

61

შიშველი ვარსკვლავების ფოტოები ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობენ სოციალურ ქსელში, ამიტომ ისეთებიც მრავლად არიან, ვინც გარკვეული რისკის მიუხედავად, მაინც მზადაა საკუთარი საარქივო მასალით დააკმაყოფილოს ცნობისმოყვარეთა ინტერესი. გამონაკლისი არც ჯორჯ გაროფანო აღმოჩნდა, რომელმაც ჯენიფერ ლოურენსის ფოტოების გავრცელებისთვის 8-თვიანი პატიმრობა მიიღო.

გაროფანოსთან ერთად კიდევ სამმა ჰაკერმა აღიარა 2014 წელს ვარსკვლავების iCloud-ის გატეხვა, საიდანაც 200-ზე მეტი ცნობილი ადამიანის, მათ შორის ჯენიფერ ლოურენსის, კეიტ აპტონის, კირსტენ დანსტის და სხვათა ფოტოები მოიპარა.

გასულ კვირას გამართულ სასამართლო სხდომაზე გაროფანომ განაცხადა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, აცნობიერებს, საკუთარ შეცდომას და ძალიან ნანობს. სასამართლომ გაროფანო პირადი ცხოვრებაში შეჭრასა და ფოტოების უნებართვოდ გასაჯაროებაში სცნო დამნაშავედ. ოქტომბრის თვეში ბრალდებულს საპატიმროში გადაიყვანენ, სადაც 8 თვეს გაატარებს, მისი თანამზრახველები კი, 18 და 9-თვიან პატიმრობას მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები