ერთი კვირაც და მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ვინ გახდება ჩემპიონი? ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა ფავორიტები მაინც უცვლელი რჩებიან. დიდი გუნდები და გრანდები, სხვებისგან უბრალოდ კარგ თამაშს და მათთვის მისაღებ შედეგს ელიან.
მსოფლიოს პირველობის მონაწილეების შანსები ესპანურმა „ელ-პაისმაც“ შეაფასა.
გამოცემის აზრით, ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია, რომლის გამარჯვების შანსი 17.9 პროცენტს შეადგენს. ხუთგზის ჩემპიონი მართლაც რომ თანაბრად და მშვენივრადაა დაკომპლექტებული. მას მოყვება მოქმედი ჩემპიონი გერმანია და ესპანეთი, შესაბამისად 15.6 და 15.3 პროცენტით.
ჩემპიონატის ყველაზე სუსტ გუნდად საუდის არაბეთის ნაკრები მიიჩნიეს. ამ ნაკრების ნახევარფინალში გასვლის შანსი ერთ პროცენტზე დაბალია.