იკერ კასილიასის ცოლს სიმსივნე დაუდგინეს.
„პორტოს“ მეკარის მეორე ნახევარი, ესპანელი ტელეწამყვანი სარა კარბონერო მკურნალობას გადის.
„ჩვენ ჯერ ის შიში არ მოგვინელებია, რომ ცხოვრებამ ისევ გაგვაოცა. ამჟამად საქმე მე მეხება. ეს ის სიტყვებია, რომლის დაწერა ძალიან მიჭირს. რამდენიმე დღის წინ ექიმებმა საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს და ოპერაციაც გამიკეთეს.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საბედნიეროდ, დაავადება დროულად აღმოვაჩინეთ, მაგრამ რამდენიმეთვიანი მკურნალობა ისევ მჭირდება. მშვიდად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, რომ ეს გზა მარტივი არ იქნება, მაგრამ კარგად დასრულდება. მაქვს ოჯახის, მეგობრების მხარდაჭერა და შესანიშნავი სამედიცინო გუნდი“, – დაწერა სარამ ინსტაგრამზე.
სარა და იკერი 2009 წლიდან არიან ერთად.
წყვილს ორი შვილი ყავს: მარტინი (5 წლის) და ლუკასი, რომელიც მალე სამის გახდება.
მაისის დასაწყისში იკერ კასილიასმა ინფარქტი გადაიტანა, რის გამოც მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშაა და დიდი ალბათობით ლეგენდარული მეკარე თამაშს შეეშვება.