LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერემი კლარკსონმა ავტომობილი ნავში გაცვალა

120
jeremy

ქსელში ცნობილი საავტომობილო შოუს Grand Tour–ის ახალი სერიის ნაწყვეტი გავრცელდა. როგორც თიზერში ჩანს, შეუცვლელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი არა ავტომობილს, არამედ ნავს მართავს.

ახალ სერიას The Grand Tour: Seamen ეწოდება და ის ტელეეკრანებზე 13 დეკემბერს გამოვა. სიუჟეტი ვიეტნამსა და კამბოჯაში ვითარდება და შოუს წამყვანები კლარკსონი, მეი და ჰამონდი წყალზე მოგზაურობენ. მიუხედავად ტრანსპორტის ცვლილებისა, შეჯიბრის გარეშე არც ეს სერია ჩაივლის.

მორიგი სერია კი უკვე მადაგასკარშია გადაღებული და წამყვანები ისევ ავტომობილზე გადასხდებიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შოუ საქართველოსაც სტუმრობდა და ერთ–ერთი სერიის ნაწყვეტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები