LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ ბათუმში კონცერტებს გამართავს

62
რეზო-და-ბავშვები

25 ივნისს, 23:00 საათზე ბათუმში, „Sector26”-ში ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ კონცერტი გაიმართება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთის ფასი 20 ლარია.

ბათუმში ჯგუფის კიდევ ერთი კონცერტი 3 ივლისს, 20:00 საათზე სასტუმრო „ველმონდის“ ტერასაზე გაიმართება. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იქნება და აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენაც tkt.ge-ზე არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ ახლახან ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ სტუმრობდა. გადაცემის მსვლელობისას ჯგუფის წევრებმა არაერთი საზაფხულო კონცერტი დააანონსეს და ახალი სიმღერის „დაბადების დღე“ პრემიერაც შემოგვთავაზეს.

„გვინდოდა, სიმღერა დაბადების დღეზე ყოფილიყო, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ დაბადების დღის მილოცვა თუ გინდოდა, ან „მახალისებს ეს მზიანი დარი“ ან „Happy Birthday“ უნდა ჩაგერთო“ – რეზო ბლიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები