LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯიმხანას’’ საავტომობილო შეჯიბრი თბილისში 24 ივლისს ჩატარდება

72

შპს ,,ლეგალ რეისინგი’’ ,,ჯიმხანა’’-ს საავტომობილო შეჯიბრს მართავს. აქტივობის მხარდამჭერები არიან: წრიულ რბოლაში საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი – დავით მენთეშაშვილი, ავტომოყვარულები მიტო ჩიხლაძე და გიორგი გამყრელიძე.

ღონისძიება 2016 წლის 24 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება, 13.00 საათზე.

აქტივობაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა და ჰყავს ნებისმიერი მარკის და მოდელის სერიული ან სერიულისგან მოდიფიცირებული ძარის ავტომობილი.

მოყვარული მძღოლებისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზი – ავტომობილი BMW Sport Compact-ი, რომელსაც გამარჯვებული მიიღებს.

,,ჯიმხანას” სარბოლო ტრასა შედგება სხვადასხვა სირთულის მონაკვეთებისგან. მონაწილეებს (მრბოლელებს) ევალებათ სტარტიდან ფინიშამდე დაძლიონ ზემოთხსენებული მონაკვეთები უმოკლეს დროში წინასწარ დაგეგმილი მარშუტით.

ღონისძიების ეტაპები რეგიონებში ტარდება. ჯამში ოთხეტაპიანი საავტომობილო შეჯიბრი ტრადიციულად თბილისში სრულდება.

აქტივობებზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები