LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯობავამ ევროპიდან ბრინჯაოს მედალი წამოიღო

29

კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში დასრულდა მოჭადრაკეთა ევროპის მე-17 ინდივიდუალური ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 11 ტურად გამართული ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, ჯობავამ თეთრი ფიგურებით მე-2 განთესვის მქონე პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი დაამარცხა და 8 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონი რუსი ერნესტო ინარკიევი (2686) გახდა 9.0 ქულით, ხოლო ვერცხლის მედალი ლატვიელ იგორ კოვალენკოს (2644) ერგო 8.5 ქულით.

ევროპის პირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, რომელთაგან სამმა 6.5 ქულა მოაგროვა. დამატებითი მაჩვენებლებით, მერაბ გაგუნაშვილი (2569) 52-ე ადგილზე გავიდა, ლევან ფანცულაია (2613) – 53-ე იყო, თორნიკე სანიკიძე (2537) – 65-ე. რაც შეეხება ზურაბ სტურუას (2548), მან 6.0 ქულით 87-ე პოზიცია დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები