კრიშტიანო რონალდოს მეგობარმა ქალმა ჯორჯინა როდრიგესმა გაანდო, რატომ არ გაუყვიათ თავი საქორწინო უღელში. საქმე პარტნიორების ძალიან მჭიდრო გრაფიკშია.
„ყოველთვის მქონდა ქალური ბედნიერების წარმოდგენა ქმართან, შვილებთან და ეს სწორედ ის არის, რაც მაქვს. მშვენიერი ბავშვები, მამაკაცი, რომელსაც ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე. მე მიყვარს ის, მეც ვზრუნავ მასზე, ვგიჟდები და პატივს ვცემ. ის ძალიან კარგი ადამიანია და მოხარული ვარ მასთან ცხოვრების გაყოფით.
ქორწილი შედის ჩვენს გეგმებში, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი კარგი ჩანაფიქრი გვაქვს სამომავლოდ. ოთხი შვილი გვყავს, მათ ვზრდით და ახლა სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – მოყავს ბედნიერი ქალის სიტყვები „მარკას“.
კრიშტიანოს ოთხი შვილი ყავს: კრიშტიანო-უმცროსი და ტყუპი ევა და მატეუ სუროგატი დედისგან, ხოლო ალანა მარტინა ჯორჯინასგან.