ჯორჯინა როდრიგესმა ბედნიერი ოჯახის მორიგი ფოტო გამოფინა ინსტაგრამზე.
“იუვენტუსის” ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს სიყვარული სანაპიროზე ისვენებს 4 ბავშვთან ერთად. მათთან ერთადაა 35 წლის ფეხბურთელიც, რომელსაც გოგონები ხელით უჭირავს. ჯორჯინამ კი ხელი ჩასჭიდა მატეოს, რომელიც სუროგატმა დედამ გააჩინა. ოდნავ მოშორებით დგას კრიშტიანო-უმცროსი – რონალდოს პირველი შვილი.
“ხელით ხელში ასრულებულ ოცნებებთან” – მიაწერა ფოტოს ჯორჯინამ.
როდრიგესი რონალდოს 2016 წლიდან ხვდება. მან გოგონა ალანა მარტინა 2017 წელს გააჩინა.
რონალდოს კიდევ სამი შვილი ჰყავს სუროგატი დედებისგან – 10 წლის კრიშტიანო-უმცროსი, ასევე 3 წლის ტყუპები – ევა და მატეო.