LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბრიოლეტი Mercedes-Maybach SL – პირველი გამოსახულება

130
Screenshot 2022-05-31 143019

კომპანია Mercedes გეგმავს, რომ MAybach-ის ხაზის განვითარებას მეტი ყურადღება დაუთმოს და უახლოეს მომავალში ორი სიახლის წარდგენასაც აპირებს. პირველი – ესაა ელექტრონული კროსოვერი Mercedes-Maybach EQS SUV, ხოლო მეორე – კაბრიოლეტი Mercedes-MAybach SL. ორკარიანი მოდელის თიზერი ცოტა ხნის წინ „მერსედესის“ მთავარმა დიზაინერმა გაავრცელა. კადრში ავტომობილის წინა ნაწილის შეთვალიერება, ასევე საფირმო რადიატორის ბადის, კაპოტის და Maybach-ის ლოგოტიპის ამოცნობაცაა შესაძლებელი.

საკმაოდ მდიდრული კაბრიოლეტი, ორფერიანი ძარით და უჩვეულო დეკორით ბრენდის ახალი სტრატეგიის ნაწილი გახდება. გეგმის მიხედვით, კომპანიის ინვესტიციის 75%-ზე მეტი ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი სეგმენტის Top-End Luxury და Core Luxury-ის განვითარებას მოხმარდება.

რაც შეეხება სიახლის ტექნიკურ შიგთავსს, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები თუ არსებობს. ყველაზე მეტად რეალური ვერსიაა – ბიტურბო V8 4.0-იანი ძრავა, რომელიც 585 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები