ინდოეთში, მადჰა-პრადეშის შტატის მკვიდრმა პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა რომ მისი ქმარი ყოველ წელს ახალ ქალზე ქორწინდებოდა. ამის შესახებ NEWs9Live წერს.
მამტა ჯამრა ინჟინერ რუსტამ სინგხიზე 2018 წელს დაქორწინდა. ქორწინებიდან მალევე კაცს მზითვთან დაკავშირებით პრეტენზიები გაუჩნდა. ქალს იმედი ჰქონდა, რომ ქმარი შეიცვლებოდა, თუმცა უშედეგოდ.
კაცი ხშირად დადიოდა მივლინებებში, თუმცა ცოლს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ჯარმამ პატარა გამოძიება ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ შეხარს რამდენიმე ქალთან ჰქონდა რომანი. გარდა ამისა, მას აღმოაჩნდა 5 საიდუმლო ცოლი, რომლებზეც ის პირველი ცოლის შემდეგ დაქორწინდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შეხარის ოჯახი კაცის გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა.
ამჟამად საქმე თაღლითობის მუხლითაა აღძრული, თუმცა მთავარი ეჭვმიტანილის პოვნას ვერსად ახერხებენ, პროკურორი შიშობს რომ მას უკვე ქვეყანა აქვს დატოვებული.