LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი სამეფო რეზიდენციაში შეიჭრა და თავი მეფედ გაასაღა

105
ქირიას NEWS შაბლონი

დიდ ბრიტანეთში განაჩენი გამოუტანეს 57 წლის მამაკაცს, რომელიმაც სამეფო რეზიდენციის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწია. შემთხვევის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

ენდრიუ პეროტი 2025 წლის 21 ივნისს St James’s Palace-ის ტერიტორიაზე შეიპარა. იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა ეზოში, რეკავდა კარების ზარებზე, ატრიალებდა სახელურებს და სამეფო სამლოცველოში შეღწევასაც კი ცდილობდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს მან თავი მეფედ წარუდგინა. სამართალდამცავებმა მას ხელბორკილები დაადეს და პოლიციის ფურგონში გადაიყვანეს.

დაკითხვაზე პეროტმა განაცხადა, რომ დახურულ ტერიტორიაზე ცნობისმოყვარეობის გამო შევიდა. თუმცა სასამართლოში მან ვერ ახსნა, რატომ სცადა სამეფო ოჯახის წევრად თავის გასაღება. მისი თქმით, დანაშაულებრივი განზრახვა არ ჰქონია.

სასამართლომ მამაკაცს ერთი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა და 85 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

St James’s Palace ლონდონის ერთ-ერთი უძველესი სამეფო სასახლეა, რომელიც XVI საუკუნის 1530-იან წლებში მეფე ჰენრი VIII დროს აშენდა. 1837 წლამდე იგი ბრიტანელი მონარქების მთავარი რეზიდენცია იყო, სანამ დედოფალმა ვიქტორიამ სამეფო კარი ბუკინგემის სასახლეში არ გადაიტანა.

დღეს სასახლე ლონდონური რეზიდენციაა სამეფო ოჯახის რამდენიმე წარმომადგენლისთვის, მათ შორის პრინცესა ანასთვის – მეფე ჩარლზ III დისთვის, პრინცესა ალექსანდრასთვის და პრინცესა ბეატრისისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები