იაპონელმა მარტოხელა ადამიანებისთვის „მეგობრობის“ გაყიდვა დაიწყო და გამდიდრდა. თავისი უცნაური კარიერის შესახებ კაცმა Youtube ბლოგერთან დრიუ პინსკისთან ინტერვიუში ისაუბრა.
პროფესიონალი „მეგობარი“ სეძი მორიმოტო ადამიანებთან დროს მხოლოდ ფულის გამო ატარებს. კლიენტთან ერთ შეხვედრაში ის 14 ათას იენს იღებს, ამასთან 40 წლის მირიმოტოს წლიური შემოსავალი დაახლოებით 11,4 მილიონი იენია. იაპონელი უკვე რამდენიმე წელია რაც უჩვეულო პროფესიითაა დაკავებული და ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი პოპულარობის მოპოვება შეძლო, ფაქტობრივად ტოკიოს ლეგენდად იქცა. მორიმოტოზე სერიალიც გადაიღეს და თავად მან ავტო ბიოგრაფიული წიგნის დაწერაც მოასწრო.
როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, კლიენტებს უარს იშვიათად ეუბნება, მაშინაც კი როცა მათი თხოვნები ზედმეტად უცნაურია. გამონაკლისია მხოლოდ სექსის თხოვნა და პოპ-კონცერტზე წასვლის სურვილი. მორიმოტოს თქმით, როგორც წესი, მან იმ შემსრულებლების სახელებიც კი არ იცის ხოლმე ვის კონცერტზეც ეპატიჟებიან, ამიტომ ასეთ საღამოებზე სიამოვნებას ვერ იღებს.