LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა, რომელიც პაემანზე არასდროს ყოფილა, შეყვარებულის საპოვნელად ბილბორდი იყიდა

42
Capture

23 წლის ედ ჩეპმენმა, რომელიც პაემანზე არასდროს ყოფილა, ამის გამოსასწორებლად უჩვეულო მეთოდი მოიფიქრა – სარეკლამო ბილბორდზე თავისი ფოტო გამოფინა. Metro-ს ინფორმაციით, შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა.

ედის გოგონების ტრადიციული მეთოდებით გაცნობა არაერთხელ უცდია, ის დადიოდა ბარებში და გაცნობის საიტებზეც ხშირად რეგისტრირდებოდა. თუმცა, ბრიტანეთის ძალისხმევას შედეგი არასდროს გამოუღია, ამიტომ მან გადაწყვიტა ცოტა უჩვეულო და ამასთან ძალიან შესამჩნევი მეთოდით განეცხადებინა თავისი თავის შესახებ. ბრიტანელმა ბილბორდზე ფოტოსთან ერთად საფოსტო მისამართიც დაბეჭდა და გოგონებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

ჩეპმენის თქმით, მას უკვე მისწერეს 18-დან 48 წლამდე ქალებმა და რამდენიმეს ის აუცილებლად შეხვდება. „არის 4 ქალი, რომელსაც ვეკონტაქტები და ჩემი ნახვა ოთხივეს სურს. ერთი სული მაქვს, თუ როდის დავაორგანიზებ ამ შეხვედრებს.“

ახალგაზრდამ დაამატა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობები ხიბლავს და ნამდვილი სიყვარულის გამოცდა სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები