LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს გული მოპარეს

107
4858

ბალის პროფესორ ნგოერას სახელობის კლინიკამ ავსტრალიელი ტურისტის ოჯახის საჩივარს უპასუხა და წამოყენებული ბრალდებები უარყო. ამის შესახებ The Guardian წერს.

23 წლის ბაირონ ჰედოუ მაისში ბალიზე, აუზში, უგონოდ იპოვეს. როცა მისი ცხედარი ავსტრალიაში გადაიყვანეს და კვინსლენდის გამომძიებელმა განმეორებითი ექსპერტიზა ჩაატარა, ჰედოუს დედამ გაიგო, რომ მამაკაცს გული ამოკვეთილი ჰქონდა. ბუნებრივია, მან ინდონეზიელი ექსპერტები დაადანაშაულა.

ამის შემდეგ კლინიკის სამედიცინო სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ ავსტრალიელის გული არ მოუპარავთ. „ კლინიკის სახელით ვადასტურებ, რომ ხმები ორგანოების ქურდობის შესახებ მცდარია,“ – მან ასევე განმარტა, რომ ექსპერტიზა პოლიციის მოთხოვნით ჩატარდა.

ავსტრალიელის გული ოჯახს 2 თვის შემდეგ დაუბრუნეს. ამასთან, კლინიკამ დამატებით 700 ავსტრალიური დოლარი მოითხოვა ორგანოს რეპატრიაციისთვის. ოჯახის იურისტმა დააზუსტა, რომ დაგეგმილია დნმ-ტესტი, რათა დადასტურდეს, ნამდვილად არის თუ არა ეს გული ჰედოუსი, რადგან შეცვლის რისკი არსებობს.

გარდაცვლილის მშობლები დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათი ვაჟის ცხედარს არაადამიანურად მოექცნენ. ბალიზე ჩატარებულმა პირველმა გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტის ერთობლიობა გახდა. თუმცა დედა ეჭვობს, რომ სინამდვილეში მიზეზი შესაძლოა მკვლელობა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები