LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს სამსახურში დაგვიანება არ სურდა, ამიტომ პარაპლანით გაფრინდა

38
thumbs_b_c_a44ddb3202b992e3ae657581b3928283

ავეჯის ქარხნის ზედმეტად პუნქტუალური თანამშრომელი სამსახურში პარაპლანით მიფრინდა, რადგან სხვა შემთხვევაში დააგვიანდებოდა. შემთხვევა თურქეთში მოხდა და მის შესახებ aa.com.tr წერს.

ბურსას პროვინციაში მდებარე ავეჯის ქარხნის დაცვამ დაინახა, თუ როგორ დაეშვა ერთ-ერთი თანამშრომელი პარაპლანით, აღჭურვილობა აკეცა და მუშაობას შეუდგა.

დღის გმირი 38 წლის დემ კეკსინი აღმოჩნდა და როგორც მან დააზუსტა სამსახურში აგვიანებდა, ამიტომ 2200 მეტრის სიმაღლიდან გადახტა და პირდაპირ ქარხნის უკანა ეზოში დაჯდა.

აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილამდე თურქს 15 კილომეტრის გაფრენა მოუწია და პარაპლანით ის უკვე მრავალი წელია პროფესიონალურადაა გატაცებული. ამიტომ, ამ ტრიუკის გამეორებას მოყვარულ მფრინავებს ნამდვილად არ ურჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები