LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს სურდა ენახა, თუ ვინ მოვიდოდა მის გასვენებაზე, ამიტომ სიკვდილი გაითამაშა

143
Capture

ბრაზილიის მკვიდრმა 60 წლის ბალტაზავრ ლემოსმა გადაწყვიტა ენახა, თუ რამდენი ადამიანი დაესწრებოდა მის გასვენებას და სიკვდილის ინსცენირება დადგა. ამის შესახებ ინფორმაცია Oddity Central ავრცელებს.

მამაკაცი ცერემონიების წამყვანად მუშაობს და თავისი კარიერის განმავლობაში ასობით დაკრძალვას დასწრებია. ლემოსმა შეამჩნია, რომ ზოგიერთ მიცვალებულს უკანასკნელ გზაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აცილებდა, ხოლო იყვნენ ისეთებიც, ვის დაკრძალვაზეც ასობით ადამიანი მოდიოდა. მამაკაცი დაინტერესდა, თუ რამდენი ადამიანი მოგროვდებოდა მასთან დასამშვიდობებლად, ამიტომ სიკვდილის ინსცენირება გადაწყვიტა.

იანვრის დასაწყისში ბრაზილიელმა საავადმყოფოს წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. შემდეგ დღეს კი თავისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მამაკაცის ოჯახი შოკში იყო და შვილიშვილებმა საავადმყოფოსაც მიაშურეს, რათა ტრაგიკული შემთხვევის დეტალები გაეგოთ. პერსონალს კი ლემოსთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

მამაკაცის მეგობრებმა სოცქსელებში ინფორმაცია გაავრცელეს და სამძიმრის მიღებაც დაიწყეს.

18 იანვარს ლემოსის მეგობრები და ოჯახის წევრები დაკრძალვის ცერემონიაზე შეიკრიბნენ. მოულოდნელად დარბაზში „გარდაცვლილის“ ხმა გაისმა და სტუმრების წინ ცოცხალი ლემოსი წარდგა.

დამსწრე საზოგადოება შოკირებული იყო და არ იცოდა, თუ რა რეაქცია უნდა ჰქონოდა: ზოგიერთი ტიროდა, ზოგი კი უბრალოდ გაოგნებული იჯდა. როცა კი ლემოსმა აღიარა თუ რაც გააკეთა, სტუმრებმა ის უგულობაში დაადანაშაულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები