რამდენიმე დღის წინ კაილი ჯენერმა სრულწლოვანება (21 წელი) აღნიშნა და რამდენიმედღიანი წვეულებაც მოაწყო. იუბილარმა არ დაიზარა და გაჭიანურებულ დღესასწაულზე რამდენჯერმე შეიცვალა ამპლუა – სტუმრებს ჯერ პიტერ დუნდასის (Emilio Pucci-ს და Roberto Cavalli-ს მოდის სახლების კრეატიული დირექტორის) დიზინით შექმნილი კაბით ეჩვენა, მერე LaBourjoisie-ს დიზაინერების მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი კომბინიზონით, სადღესასწაულო კვირის დამაგვირგვინებელი საღამოსთვის კი, რომელიც ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლუბში მოეწყო, ყვითელი და მწვანე ქვებით გაწყობილი Gucci-ის ვინტაჟური კაბა შეარჩია.
ექსტრემალურად მოკლე კაბამ ასიმეტრიული ჭრილით ზურგზე, რომელიც სრულად ერგებოდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის დაბადების დღის საერთო სტილისტიკას, თაყვანისმცემლებთან ერთად ჟურნალისტებიც აღაფრთოვანა.