„კახაბერისა და ხანუმების“ „ყოველ სნეულებაზე“, ახალი ვერსია, „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი. ხმის მიცემა ინტერნეტრჩეულის გამოვლენაზე უკვე მიმდინარეობს. კახაბერს ვკითხეთ, რას ფიქრობს „ოქროს ტალღის“ შესახებ.
კახაბერი:
ზოგადად მიხარია ყველა რადიოს არსებობა, ვინც ქართულ სიმღერას უშვებს. წინა წელს ბევრი სიმღერა არ გვქონია. გამოვიდა „ყოველ სნეულებაზე“, რომელიც ისედაც და ასედაც მოსწონდა მსმენელს, მაგრამ ჩვენი ვერსიაც შეიყვარა. დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის და იმისთვის, რომ სიმღერა „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი.
„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“, ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.
