LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახაბერისა და ხანუმების საახალწლო კონცერტის რეკლამა, რომელიც ძალიან მოგეწონებათ!.. (ვიდეო)

61

Ardaidardo.Ge

ახალი წლის ღამეს ბევრი საინტერესო ღონისძიება გველოდება. კახაბერმა ხანუმებთან ერთად უკვე დაგეგმა 31 დეკემბრის საღამო, რომელიც, როგორც ორიგინალური რეკლამიდან ჩანს, თბილისურ მოტივებზე იქნება აწყობილი.


კონცერტი „მუზეუმ ჰოტელ თბილისშია“ დაგეგმილი. როგორც მათ „ფეისბუქის“ გვერდზე ვკითხულობთ:

„ახალ წელს სასტუმრო მუზეუმის და კახაბერის გრანდიოზული პროექტი იღებს სტარტს.

სპეციალურად ამ საღამოსთვის თქვენს საახალწლო განწყობაზე კახაბერთან და ხანუმებთან ერთად, იზრუნებენ მინსკიდან და ბაქოდან მოწვეული ცნობილი მუსიკოს – შემსრულებლები.

პირველად საქართველოში, გთავაზობთ ერთ ობიექტზე სამ სხვადასხვა სივრცეში ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკალურ მიმდინარეობებს. მინსკიდან – თანამედროვეობის აქტუალური ეთნო
ელექტრონული ჯგუფი SHUMA, ბაქოდან – მონტროს ჯაზ ფესტივალის მონაწილე ISFAR SARABSKI“.

კონცერტის ანონსიდან ასევე ვიგებთ, რომ კახაბერთან ერთად, საღამოში მონაწილეობას მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები