LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ახალი შემოვლითი გზების მშენებლობა იწყება

38

თბილისი-ბაკურციხე- წნორი-ლაგოდეხის და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების მიმართულებით, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება.

120 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის შესაბამის დოკუმენტაციების კომპანია JV AECOM & ILF მოამზადებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2 514 704 ევროს და 3 124 683 ლარს შეადგენს.

,,პროექტირების ვადა 2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების დასრულება კი 2020 წლამდე უნდა მოხდეს. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია”,- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები