რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, თუ ვინ დაამშვენებს 2017 წლის ლეგენდარულ Pirelli-ის კალენდარს. ახალი გმირები, რომელთა ფოტოებზე პიტერ ლინდბერგმა იმუშავა, ჯულიანა მური, ნიკოლ კიდმანი, ქეით უინსლეტი, პენელოპა კრუსი, უმა თურმანი, რობინ რაიტი, შარლოტა რემპლინგი, ჰელენ მირეი, ლეა სეიდუ, ჯესიკა ჩესტეინი, ჩჟან ცზინი და ლუპიტა ნიონგო გახდებიან.
როგორც ჩანს, კალენდრის ავტორებმა მისი არსებობის მანძილზე ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა შეარჩიეს. თუმცა, სიურპრიზიც შემოინახეს – ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად, კალენდარში რუსი ანასტასია იგნატოვაც მოხვდება, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უნივერსტიტეტში მუშაობს პედაგოგად და აქამდე არასდროს მიუღია მონაწილეობა ფოტოსესიაებში.
როგორც ლინდბერგმა აღნიშნა, წელს ის არ აპირებს საკუთარი მოდელების გაშიშვლებას, რადგან მისი მთავარი მიზანი არა ქალის სხეულის, არამედ მისი ტალანტის ჩვენებაა.