კანადის ქალაქ ბარიში 1993 წელს გამოსული როდსტერი Cadillac Allante იპოვეს, რომელსაც გარბენი არ აქვს. სრულიად ახალი ავტომობილი დაახლოებით 60 000 დოლარად იყიდება.
მოდელი Allante იტალიურმა ატელიე Pininfarina-მ შეიმუშავა და 1986 წელს წარმოადგინა. ის წინაამძრავიანი Eldorado-ს დამოკლებულ პლატფორმაზეა აწყობილი.
ფოტოს მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია ვერსია, რომელსაც ალუმინის მოსახსნელი სახურავი აქვს. მოდელის განსაკუთრებულობა იმ დროს გახლდათ სრულიად ელექტრონული მოწყობილობათა პანელი და ადაპტირებული დაკიდება რეგულირებადი ამორტიზატორებით.