LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში 35 მილიონი დოლარის ღირებულების გატაცებული ავტომობილები იპოვეს

120
Toyota

კანადის პოლიციამ 598 გატაცებული მანქანა იპოვა. ავტომობილები, რომელთა საერთო ღირებულებაც 34,5 მილიონი დოლარია, მონრეალის პორტში დააკავეს. მოპარული სატრანსპორტო საშუალებების ძიებაში მონაწილეობას პოლიციის სხვადასხვა დანაყოფები იღებდნენ, მათ შორის იყვნენ კანადელი მესაზღვრეებიც.

ბოროტმოქმედები ამ ავტომობილების აზიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე გადაყიდვას აპირებდნენ. სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი კონტეინერებში იყო უკვე გადანაწილებული და გასაგზავნად ბოლო დეტალები გვარდებოდა.

პოლიციელთა თქმით, მანქანებს სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით იტაცებდნენ და ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ მსგავსი ტექნოლოგიების შეძენა ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კანადაში ყოველ წელს 90 000-მდე ავტომობილს იპარავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები