LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში დრონი თვითმფრინავს შეეჯახა

41

კანადაში დრონი თვითმფრინავს შეეჯახა. ინციდენტი კვებეკში, ჟან ლესაჟის სახელობის აეროპორტთან ახლოს მოხდა. Skyjet-ის თვითმფრინავმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

მთავრობა და ავიაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომხდარი პოტენციურ საფრთხეს უსვამს ხაზს, რასაც უპილოტო საფრენი აპარატები იწვევენ. კანადის პილოტების ფედერალური ასოციაცია აცხადებს, რომ ინციდენტი მხოლოდ დროის საკითხი იყო.

თვითმფრინავი, რომელსაც დრონი შეეჯახა, რუან-ნორანდიდან, კენტუკის შტატიდან მოდიოდა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტი აეროპორტიდან სამ კილომეტრში მოხდა.

ამ დროისათვის, კანადის ტრანსპორტის საინისტრო ამ სფეროს რეგულირების საკითხზე მუშაობს, ამიტომ უპილოტო აპარატების უსაფრთხოებისთვის მხოლოდ დროებითი წესები არსებობს. არსებული ნორმების მიხედვით, დრონებს, სპეციალური ნებართვის გარეშე აეროპორტებთან 5,5 კილომეტრზე მიახლოება ეკრძალებათ. საბოლოოდ კანონმდებლობა ამ მიმართულებით 2018 წელს ჩამოყალიბდება.

კანადაში 2017 წელს უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით 1596 ინციდენტი მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები