LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს ოცნების ავტომობილი აჩუქა

83

კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს 240 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილი აჩუქა. რეპერმა საყვარელ ქალს განსაკუთრებული სიურპრიზი გაუკეთა და ოცნების მოდელი, ნეონის Mercedes Benz G-Wagon უსახსოვრა. სოციალური მედიის დედოფალმა სიახლე მაშინვე თავის გამომწერებს გაუზიარა და ისიც დააყოლა, რომ ავტომობილი ცოტა ხნის წინ მაიამიში ყოფნის დროს შეუყვარდა. მისმა მეუღლემ ეს იცოდა და გადაწყვიტა, კიმისთვის სიურპირიზი გაეკეთებინა. კიმი ახალი სუპერქარით მაშინვე თავის დასთან კაილისთან წავიდა და ჰოი საოცრებავ, კაილისაც ზუსტად მისი მსგავსი ნეონის ავტომობილი ჰყავს. თუმცა, კაილის ავტომობილი ნარინჯისფერშია შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ავტომობილში ჩაჯდომაში, კიმს კანიე დაეხმარა და მეუღლე მანქანამდე ხელში აყვანილი მიაბრძანა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები