LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის პრობლემების დამარცხების 5 საშუალება

95

შემოდგომა წელიწადის ის დროა, რომელიც ზოგადად ჩვენს ჯანმრთელობას და პირველ რიგში კანს უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ცივი ქარი, ავიტამინოზი და მუდმივი მოწყენილობა – ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია, რაც მეტად ნეგატიურად მოქმედებს კანზე, აშრობს მას და აუფერულებს. საბედნიეროდ, ამგვარ პრობლემებთან ბრძოლა არც ისე რთულია. არსებობს რამდენიმე მარტივი წესი და უკვე ნაცადი საშუალებები, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ შემოდგომის სეზონზე კანის პრობლემებთან ბრძოლაში.

საცხი კანისთვის თვალის გარშემო

კანს მუდმივად სჭირდება დატენიანება, რაც პირველ რიგში, თვალების გარშემო მეტად ფაქიზ კანს ეხება. მკვებავი კრემი აუცილებლად დაგეხმარებათ გააჯანსაღოთ კანი და თავი დააღწიოთ არასასიამოვნო მუქ წრეებს თვალების გარშემო.

Grooming Lounge

საპარსი Gilette Mach 3 Turbo

სუფთად გაპარსული სახის მისაღწევად, მამაკაცები ხშირად საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებენ კანს. ახალი საპარსი Gilette Mach 3 Turbo – ყველაზე სრულყოფილია  Mach 3-ის საპარსებს შორის, რადგან ის სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ მამაკაცმა ზედმეტი ძალდატანების გარეშე შეძლოს სახის სუფთად გაპარსვა.

slide27239

ბალზამი

პარსვა საკმაოდ მძიმე პროცედურაა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ტოვებს მიკრონაკაწრებს, იწვევს გაღიზიანებას და არასასიამოვნო ქავილს. აქტიური კომპონენტების წყალობით ბალზამი ამშვიდებს გაღიზიანებას, ნაკაწრების შემთხვევაში კი, ხელს უწყობს მათ სწრაფ შეხორცებას.

 

გელი პირის დასაბანად

დილის პირის დაბანამ, რომელსაც ბევრი საკმაოდ არასერიოზულად უყურებს, საგრძნობლად შეუძლია სახის კანის მდგომარეობის შეცვლა. სპეციალური გამწმენდი ქაფი ან გელი ზედმეტი ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს და საუკეთესოდ ასუფთავებს ფორებს.  

slide27242

გამწმენდი სკრაბი

გელი და ქაფი მშვენიერი პროფილაქტიკაა, თუმცა, სერიოზული პრობლემების დროს ნაკლებად გამოდგებათ. მსუბუქი სკრაბი კი, თავისუფლად შეცვლის გელს, რადგან ის ფაქიზად და ზედმეტი გაღიზიანების გარეშე ასუფთავებს კანს.  

slide27240

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები