LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანტონამ სიმღერა დაიწყო: პირველი კლიპიც მზადაა და გასტროლებიც დაიგეგმა – ვიდეო

154
image-1

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა გიჟმაჟმა ვარსკვლავმა ერიკ კანტონამ მუსიკალური კარიერა დაიწყო.

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა YouTube-ში უკვე გამოაქვეყნა კლიპი თავის პირველ სიმღერაზე, რომელსაც The Friends We Lost ჰქვია. 24 საათში ვიდეომ 26 ათასი ნახვა და 500-ზე მეტი მოწონება მოაგროვა.

კანტონამ ასევე შექმნა საკუთარი ვებგვერდი, სადაც ფანებს შეუძლიათ მიიღონ საწევრო ბარათები კლუბ CantonaSingsEric-ში, რომლითაც გამოსვლებზე დასწრების უფლებას მიიღებენ.

კანტონა გეგმავს მუსიკოსის რანგში გასტროლებზეც გაემგზავროს. ოქტომბერში მას კონცერტები ექნება მანჩესტერში, ლონდონსა და დუბლინში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები